ცომი იმდენხანს უნდა ვზილოთ, რომ გავჭრით ნასვრეტები უნდა ჰქონდეს. გავყოთ 45 პატარა ბურთულებად, დავაწყოთ მაგიდაზე და დავასვენოთ 20 წუთით. შემდეგ გავიყვანოთ ნახევრად და დავადოთ 7- 7 ფენა ერთმანეთს. ფენებს შორის ფქვილი მოაყარეთ რომ არ დაეკროს. ასე გავაკეთოთ ყველა, ამის შემდეგ, დავიწყოთ თითო ფენის ხელით გაწელვა, მაქსიმუმ დათხელებამდე, საცხობ ფორმას წავუსვათ ცხიმი და გადავაფინოთ ფენა, უნდა გადავიდეს ჟარონაზე, არ უნდა იყოს მოჭმუჭნული. ყველა ფენას ვასხამთ ცხიმს და ყოველ მე-7ფენას გატარებულ თხილს, ან ნიგოზს მოვაყრით (მე ორივე ერთად გავუკეთე). ბოლო 9 ფენას კი მხოლოდ ცხიმი, ნუ 35 ფენამდე თხილი და ცხიმი, ხოლო ბოლო 5 ფენა ცხიმი მხოლოდ. დავჭრით და შევდგამთ გამოსაცხობად. მე ვაცხობ 200 გრადუსზე და რომ ამოვა, 100 გრადუსზე ვაშრობ, სანამ არ მოწითლდება. სიროფი: 2 ჭიქა შაქარი და 1 ჭიქა წყალი. დავადუღოთ სიროფი, ცოტა რომ შესქელდება, მზადაა. გადმოვიღოთ, ცოტა შევაგრილოთ და დავასხათ ცივ ბაქლავას. გემრიელად მიირთვით.