ავთქვიფოთ კვერცხი და მარილი. კარგად რომ აქაფდება, დავუმატოთ შაქარი, გამდნარი თაფლი (ოთახ.ტემპ). ბოლოს, დავაცრათ ფქვილი, სოდა, კაკაო. ავურიოთ კარგად და გამოვაცხოთ 200 გრ, კალკადაფენილ ფორმაზე. საცხობი ფორმის ზომა იყო - 34/22. ფირფიტები ცხვება მალე, სულ გავაკეთე ოთხი ფენა (ცომი არის დასასხმელი, ხელით გასაყვანი). უსწორმასწორო ნაპირები ჩამოჭერით, გამოიყენეთ ზემოდან მოსაყრელად. კრემი : 400გრ კარაქი გავთქვიფოთ 15 წთ და შევურიოთ 2 ქილა მოხარშული, შესქელებული რძე, ვანილი. ზომოდან ნაფხვენი და კარამელი მოვასხათ.