ქათამი შევწვათ და დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად და დროებით თეფშზე გადმოვიღოთ. ტაფაში დარჩენილ ცხიმს დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი, ოდნავ მოვშუშოთ და დავასხათ რძე, როდესაც წამოდუღდება, შიგნით ჩავაწყოთ შემწვარი ქათმის ნაჭრები მოვაყაროთ დაღერღილი წიწაკა და დავაფაროთ თავსახური. კვლავ წამოვადუღოთ. შქმერული მზად არის! სურვილისამებრ, შეგიძლიათ კეცზე გადაიტანოთ!