შაქარი, ვანილი, კაკაო ავურიოთ, დავასხათ რძე და დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე ( წესით, ორთქლის აბაზანაზე მზადდება, ამჯერად პირდაპირ დაბალ ცეცხლზე მოვამზადე და მშვენიერია) შაქარი რომ გადნება, დაამატეთ კარაქი და თაფლი, რომ მივიღებთ ერთფეროვან მასას, დავამატოთ სოდა და ვურიოთ გამუდმებით, დაახლოებით 7 წუთით. გადმოვდგათ, ოდნავ შევაგრილოთ და დავამატოთ მსუბუქად გათქვეფილი კვერცხი, შევათქვიფოთ და ბოლოს ვაყრით ფქვილს. მე ვიყენებ ზუსტად ამ რაოდენოვისას, მეტი არ გამოიყენოთ, თავიდან მასა იქნება წებოვანი, გეგონებათ რომ კიდევ საჭიროებს ფქვილს, მაგრამ მეტი არ დაამატოთ. დაასვენეთ ცომის მასა 15 წუთით და ნახავთ, ხელზე არ მიგეკრობათ, დავყოთ გუნდებად, გაბრტყელებისას გამოვიყენოთ ფქვილი და გამოცხობამდე დავჩხვლიტოთ ჩანგლით, მე ძირითადად ვაცხობ გაზზე, 7 ფენა გამომდის, ვაბრტყელებთ ძალიან თხლად, ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 180 გრადუსზე, 3-4 წთ. კვერცხი გავთქვიფოთ, დავამატოთ შაქარი, ვანილი, სახამებელი, დავასხათ ცხელი რძე და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ვურიოთ გამუდმებით, დაახლოებით 10 წუთში მზადაა. გავაციოთ, მასას ვაფარებთ სამზარეულოს ცელოფანს, თავი რომ არ მოუხმეს. ვთქვეფთ კარაქს და ნელ-ნელა ვათქვეფთ გაციებულ კრემის პუდინგს. ვაჭრი გვერდებს ცხელსვე, ვაბლენდერებ და ვრთავ ისე.