ფხვიერი ნამცხვარი დავფხვნათ და ავურიოთ წვენში. ჩავტკეპნოთ საშუალო ზომის ფორმის (20-23 სმ) ძირზე. გულსართისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი ბლენდერში ავთქვიფოთ. დავასხათ ფორმაში. ფორმას შემოვაკრატ ფოლგა და ჩავდოთ უფრო განიერ ჭურჭელში, რომელშიც ჩავასხამთ წყალს. წყალი ჩიზქეიქის ფორმას შუამდე უნდა სწვდებოდეს. ცხვება 180 გრადუსზე 50 წუთი. შემდეგ ღუმელი გამოვრთოთ, მაგრამ ჩიზქეიქი შიგ დავტოვოთ გაცივებამდე.