200გრ შაქარი და 4ს/კ ნატურალური თაფლი და 200 გრ.კარაქი, ან მარგარინი მოვათავსოთ ქვაბში და დავდგათ გაზქურაზე, შაქარი კარგად რომ გადნება, დავუმატოთ 2ჩ/კ სოდა და გავაჩეროთ დაახლოებით 3-4წთ. გათეთრდება და გასქელდება. შემდეგ გადმოვდგათ და შევურიოთ სათითაოდ 4ც. კვერცხი და ნელნელა შევურიოთ 800გრ. ფქვილი. მოვზილოთ ცომი და გავაჩროთ მაცივარში, 20-25წთ-ის განმავლობაში. გამოვიღოთ, დავამუშაოთ ცომი, დაახლოებით 100გრ. ფქვილით, ფქვილი ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს, რომ ცომი არ გამაგრდეს. მივცეთ მოგრძო ფორმა და გავყოთ 6 ნაწილად. გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ ფქვილმოყრილ ფორმაზე და გამოვაცხოთ, აუცილებლად წინასწარ გახურებულ ღუმელში, 200°-ზე, 3-4წუთის განმავლობაში, ორივე წვა. ცხვება ძალიან მალე. კრემი მოამზადეთ შედედებული რძით. ამოვიყვანოთ კარგად, გათეთრებამდე კარაქი და ნელ-ნელა შევათქვიფოთ, 2 ქილა მოხარშული შესქელებული რძითა და ვანილით.