ავთქვიფე კვერცხი მარილთან ერთად კარგად, დავამატე ზეთი წყალი ფქვილი, ვზილე დაახლოებით 30 წუთი და დავასვენე 30 წუთი. გავყავი 9 ფენად, 7 ფენა გავაბრტყელე დიდზე და სათითაოდ მდუღარე ქაფქაფა წყალში, მოვხარშე. თან გადავავლე ცივი წყალი ყველა ფენას. ფორმას გადავუსვი ცხიმი, გავაბრტყელე ერთი ფენა და გადავიტანე ფორმაზე, ყოველ 2 მოხარშულ ფენას მოვაყარე ყველი. ასევე ცხიმიც, ბოლოს გავაბრტყელე ისევ, მე9 ფენა დიდზე დავადე აჩმას და ამოვუკეცე გვერდები კარგად, დავჭერი და გავაფორმე საახალწლო ფორმებით.