2 ლარის ქიშმიში, 2 ლარის გარჩეული მზესუმზირა, 2 ლარის მიწისთხილი. მოვხალე მზესუმზირა და თხილი. გავაცალე კანი. სქელძირიან ტაფაზე დავასხი ერთი ჩაის ფინჯანი თაფლი, ავადუღე აქაფებამდე. გავანელე ერთი საათით. ავადუღე ხელმეორედ და დავუმატე ერთი სუფრის კოვზი შაქარი. კიდევ გავანელე ერთი საათით, შემდეგ წამოვადუღე, ჩავყარე გამზადებული თხილი, მზესუმზირა, ქიშმიში. ხის კოვზით ავურიე კარგად. სამ-ოთხ წუთში გადავიტანე სველ დაფაზე, შევაგრილე, დავანაწევრე და სველი ხელით ამოვაბურთავე. უგემრიელესი გამოვიდა.