ლიმონს დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 10 წუთით. ეს იმისთვისაა, რომ კანისგან სიმწარე გამოვიდეს. გავფცქვნათ კივი, დავჭრათ რგოლებად, შემდეგ კი ავწონოთ. დავაყაროთ შაქარი, 1,5 კგ. კივზე 2 კგ. შაქარი უნდა. დავასხათ წყალი, წყალი კი 1,5 კგ. კივზე 150 მლ. სჭირდება. დავჭრათ ასევე ლიმონი, აუცილებლად ამოვაცალოთ ყველა კურკა, რომ მურაბა არ გაამწაროს. დავადგათ ქვაბი დაბალ ცეცხლზე და ადუღებიდან 2 წთ ში გადმოვდგათ. გავაჩეროთ 2 სთ . დროის გასვლის შემდეგ, დავადგათ ისევ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ ბოლომდე, სანამ მურაბას ქაფი არ გაუქრება და კივი გამჭვირვალე არ გახდება.