მოკლედ, უკვე მეოთხე პარტია გოზინაყი ჩავიდინე ამ სეზონზე. საერთოდ, გადავწყვიტე, რომ გოზინაყი სახლში სულ უნდა იყოს. არა მარტო საახალწლოდ. ვნახოთ, აბა, თუ მომბეზრდა რამდენიმე წელიწადში. ეს პარტია “რაცსახლშიგვაქვსებითაა”: ნიგოზი, ნუში, ფისტა, ქეშიუ. მაგრამ მთავარი ეს არაა. მთავარი ისაა, რომ 5 წუთში მზადდება, თუ გაქვთ მიკროტალღური ღუმელი და პირექსის თასი. 1. ჩაასხით თაფლი მოზრდილ (შემდეგ ნიგოზი რომ დაიტიოს, იმ ზომის) პირექსის (Pyrex) თასში და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 2. ჩართეთ ერთი წუთით და დავაკვირდით. წესით წუთის ბოლოსკენ კარგად ადუღდება. დაამატეთ თითო წუთი, სანამ ფერს არ შეცვლის სულ ოდნავ . ჩემს ღუმელში ამას სამი წუთი უნდა. ყველა ღუმელი სხვადასხვანაირია და ფრთხილად იყავით, თაფლი არ დაგეწვათ. უცებ იწვება, თუ გადააჭარბეთ. ვიცი, მენდეთ 3. ამასობაში ნიგოზი ან სხვა თხილეული დაჭერით ჩოფერში . ზუსტად 10 წამი უნდა. 4. დაამატეთ ნიგოზი ცხელ თაფლს, კარგად აურიეთ და შედგით ისევ მიკროტალღურში ნახევარი ან ერთი წუთით. ნიგოზი მოიხალება და თაფლის კარამელიზაციაც დასრულდება. 5. გააგრილეთ და გააბრტყელეთ ჩვეულებრივად, ან გააკეთეთ საყვარელი ბურთულები, როგორც მე გავაკეთე. 6. დამლოცავთ 7. You are welcome