ღირის თავ-ფეხი გავრეცხე, გავასუფთავე. მოვხარშე კარგად (ჩაშლამდე) წყალში ჩავყარე შავი პილპილის მარცვლები, დაფნა, ხახვი, ნიორი, ბახარი(დუშისტი). თბილსვე მოვაცილე ხორცი და დავჩეჩე კარგად. ნახარში გადავწურე ორმაგ დოლბანდში, შევაზავე დაფქვილი შავი პილპილი, ცოტა დაღერღილი წითელი წიწაკა, დანაყილი ნიორი, მარილით. ჩავასხი ფორმებში. გავაფორმე სტაფილოთი. მიირთვით მდოგვთან და ლიმონის წვენთან.