კარაქი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, არაჟანი და დანარჩენი ინგრედიენტები. ცომი ნაზი გამოდის. გავყავი 5 ნაწილად და პერგამენტზე შესაბამისი ზომით და ფორმით გამოვაცხვე ღუმელში 180 გრადუსზე 12 წთ. კრემი: არაჟანს შეურიეთ მოხარშული შესქელებული რძე, გათქვიფეთ. მინანქარი: ყველა ინგრედიენტი შეურიეთ, წამოადუღეთ და გამორთეთ. დაკრემეთ ყველა ფენა (ზედაც). ზემოდან მოვასხი მინანქარი და შევდგი მაცივარში. ვერ მოვითმინეთ და მალე დავჭერით და მივირთვით.