თიკა ფაცაცია თავის გამომწერებს საქონლის სალათის რეცეპტს უზიარებს: „ბოლოკი გახეხეთ, ხახვი დაჭერით შეძლებისდაგვარად წვრილად. მე მოვშუშე კარამელიზირებამდე, ქარვისფერი რომ გამხდარიყო, ხორცი მოხარშვის შემდეგ დავძენძე. ამ ყველაფერს დავუმატე პილპილი, მარილი, გადავურიე ერთმანეთში და გამოვიყენე არაჟანი. ვისაც უყვარს მაიონეზიც შეუძლია, კიდევ უფრო გემრიელია. ეს არის ჩემი ნანას რეცეპტი, რომელიც ფრჩხილებს მიკეთებს. გუშინ მასწავლა და გავიმეორე. თქვენც გირჩევთ.“