დავჭრათ მიწისთხილი მომცრო ზომის ნაჭრებად. ცალკე ტაფაზე დაბალ ცეცხლზე გავადნოთ შაქარი, დავუმატოთ თაფლი და ვადუღოთ, სანამ არ გახდება მუქი ოქროსფერი. გამდნარ შაქარსა და თაფლს დავუმატოთ დაჭრილი მიწისთხილი, გადავურიოთ 2-3 წუთის განმავლობაში. მიღებული მასა გადავიტანოთ დაფაზე პერგამენტის ქაღალდით და კარგად გავაბრტყელოთ. მიღებული მასა 5 წუთი გავაციოთ მაცივარში ან საყინულეში, სანამ შედარებით არ გამაგრდება. ბოლოს დავჭრათ სასურველ ფორმებად. გემრიელად მიირთვით! ავტორი: ნუცა სურგულაძე