გააცხელეთ ღუმელი 360 გრადუსზე. აიღეთ ტორტის ორი ცალი ღრმა ფორმა და თითოეულს წაუსვით ½ სუფრის კოვზი კარაქი და მოაყარეთ ½ სუფრის კოვზი ფქვილი. დარჩენილი კარაქი ათქვიფეთ დიდ ჯამში მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე ხუთი წუთის განმავლობაში. დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ მსუბუქ და ფუმფულა მასის მიღებამდე. 4 ცალი კვერცხი და 6 სუფრის კოვზი წყალი ცალკე ჯამში შეურიეთ ერთმანეთს. დაუმატეთ ნახევარი კვერცხის ნაზავი და ნახევარი ფქვილი და ათქვიფეთ კარგად ორი წუთის განმავლობაში. დაამატეთ დარჩენილი კვერცხის ნარევი ფქვილთან ერთად და დაამუშავთ ხუთი წუთის განმავლობაში. გადაანაწილეთ ცომი უკვე მომზადებულ ორ საცხობ ფორმაში. აცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში. ამასობაში მოამზადეთ კრემი. შეგიძლიათ გამოიყენოთ კრემი „სამეფო“ ან ნებისმიერი მზა კრემი. ნამცხვრის ერთ ფენას წაუსვით ჯემის ნახევარი, შემდეგ კი დაფარეთ ჯემი კრემით, შემდეგ კვლავ წაუსვით დარჩენილი ჯემი და დაადეთ ნამცხვრის მეორე ფენა. გამზადებულ ნამცხვარს კი ზემოდან მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. ნამცხვარი „ვიქტორია“ მზადაა, გემრიელად მიირთვით!