1. დააყარეთ მარილი ფქვილს და დაასხით ცივი წყალი, მოზილეთ მაგარი ცომი. 2. დამბალხაჭო გახეხეთ ან დაჭერით. 3. მომზადებული ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით რგოლებად. 4. დაჭრილი რგოლები გააბრტყელეთ, სუფრის კოვზით ჩადეთ გულში გახეხილი დამბალხაჭო და შეახვიეთ. 5. ჩაყარეთ მარილი ხინკლის მოსახარშ წყალში, მოხვეული ხინკლები ჩაყარეთ ამობრუნებულად ადუღებულ წყალში და მოხარშეთ. 6. როდესაც ამოტივტივდება ხინკალი, გააჩერეთ კიდევ რამდნიმე წუთი და დამბალხაჭოს ხინკალიც მზადაა.