საფუარით,თბილი რძით(50გრ ავიღებთ საერთო 500მლ-დან),1ს.კ.შაქრით და ცოტა ფქვილით ვამზადებთ "ოპარას" და ვტოვებთ თბილ ადგილას, 10-15 წუთით. ჯამში მოვათავსოთ კვერცხი, შაქარი, მარილი, ჩავასხათ თბილი რძე, გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ ცომი. კარგად მივზილით, 5 წუთით და გამდნარი კარაქი სულ ბოლოს დავუმატოთ. გავაგრძელოთ ზელვა. მზა ცომი შევფუთოთ და თბილ ადგილში დავტოვოთ, სანამ ამოფუვდება. ჩავზილოთ 2 ჯერ, მესამეჯერ მაგიდაზე გავანაწილით გუნდებად (სასურველი წონის) და გავაბრტყელოთ, გადავუსვათ ზედაპირზე რბილი კარაქი (ან სპრედი), მოვაყაროთ ცუკატები და რულეტივით გადავახვიოთ სიგრძეზე. გრძელი რულეტი გამოვა. შუაში გავჭრათ და გადავახვიოთ ჯერ 1 ნაწილი და და ზედ მეორე ნაწილი. გამოდის საკმაოდ მოზრდილი და მაღალი კრაფინი. მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში, დავტოვოთ ღუმელში (50°-ზე ჩართული), ან სხვა თბილ ადგილას, ტილოთი შეფუთულული. როცა ამოფუვდება და თითქმის ქვაბის პირამდე ამოდის ცომი, ღუმელი კარგად გავაცხელით, ზედა-ქვედა წვით, 200°- ზე და მოვათავსით ღუმელში. თუ ზედაპირი ცხობისას დაიწყებს გაწითლებას, გამორთოთ ზედა წვა და ისე გამოვაცხოთ. ბოლოს 2-3 წუთით ჩავრთოთ ზედა წვა რომ კრაფინი კარგად შეწითლდეს.