კარამელიზირება გავაკეთე შემდეგნაირად: 0,5 ჭიქა წყალში ჩავასხათ 1 ჭიქა შაქარი, დავდგათ გაზზე და მოვადუღოთ 5-7წუთით. სანამ დუღდება ეს სიროფი, გავრეცხოთ და კანი ვასუფთაოთ 5-6ცალ ვაშლი. დავჭრათ სასურველ პატარა ნაჭრებად, ჩავუშვათ სიროფში, დავუმატოთ მწ.ვანილინი და დაბალ ცეცხლზე მოვადუღოთ 1-2წუთით. შემდეგ გავწუროთ ვაშლის სიროფისაგან დარბილებული ნაჭრები. მოვათავსოთ 1 ფენად ქაღალდჩაფენილ ღუმელის ტაფაზე,ზემოდან მოვაყაროთ ცოტა დარიჩინი და მუსკატი(ჯავზი), მოვათავსოთ 150°ზე გაცხელებულ ღუმელში. სანამ ვაშლი კარამელის ფერს მიიღებს, გადმივიღოთ ,გავაციოთ.. ცომი უტკბილო ტარტის ნაირი ცომია, წინასწარ უნდა მოვამზადოთ და მოვათავსოთ 1 საათით, მაცივარში. მერე გადმოვიღოთ და მოვამზადოთ პეროგი. მაგიდაზე ჩავხაროთ გაცრილი ფქვილი, ცივი მარგარინი დავჭრათ კუბიკებად და ხელებით შევაერთოთ ფქვილი და მარგარინი. შემდეგ დავუმატოთ მარილი, კვერცხის გულები, წყალი და გამაფხვიერებელი. მოვზილით ფრთხილად (არა დიდხანს) სქელი ცომი. შევფუთოთ ცელოფანში და მაცივარში მოვათავსოთ. გავაფორმოთ ჯერ პეროგის ძირი, სასურველ ფორმაში (წინასწარ ცხიმი წავუსვათ ფორმის ძირზე და გვერდებზე), ზედ მოვათავსოთ კარამელიზირებული ვაშლი და დავფაროთ ეს ყველაფერი ცომით, როგორც მოვახერხებთ. ვაცხობთ 160-170°ზე, გაცხელებულ ღუმელში, 10-15წუთით.