კარგად მოვხარშოთ ღორის თავ-ფეხი. მოხარშული ხორცი დავჭრათ წვრილად. ბულიონი გავწუროთ, გავაგრილოთ და მოვხადოთ ზედმეტი ცხიმი. ბულიონში ჩავყაროთ დაჭრილი სტაფილო, ნიორი, წვრილად დაჭრილი ხახვი, დაფნა, სუნელები (თითო ჩ/კ ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, წითელი დაფქვილი წიწაკა, პილპილის მარცვლები, გემოვნების მიხედვით) და ვხარშოთ, სანამ კარგად ჩაიხარშება. ბოლოს ჩავასხათ წინასწარგამზადებული ჟელატინი, გადავანაწილოთ ჭურჭელში და გავაგრილოთ კარგად, გამყარებამდე. გემრიელად მიირთვით, მდოგვთან ერთად.