კვერცხი, მარილი და შაქარი კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ მკვრივი ცომი. დაყავით პატარა გუნდებად. შემდეგ დააბრტყელეთ თითოეული გუნდა, დაჭერით მაქსიმალურად წვრილ ზოლებად და მოხრაკეთ ზეთში. თაფლი და შაქარი შეაზავეთ და 20-25 წუთის განმავლობაში ადუღეთ. მიღებული სიროფი მოასხით მოხრაკული ცომის მასას და მიეცით სასურველი ფორმა. რეცეპტი: „ტაბლა, ქისტური სამზარეულო“