კვერცხს დაუმატეთ შაქარი, მარილი და კარგად გათქვიფეთ (8-10 წთ). დაუმატეთ ფქვილი, კაკაო, სიმინდის სახამებელი (აუცილებლად გაცერით და დაუმატეთ ეტაპობრივად). სილიკონის კოვზით ნაზად ამოურიეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, გადაიტანეთ 20 სმ დიამეტრის ქაღალდჩაფენილ ფორმაში და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 30-35 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ბისკვიტი გააგრილეთ, ქაღალდი მოაშორეთ. მოაჭერით თავი და ნაზად ამოიღეთ შიგთავსი (ჯამის ფორმას მიიღეთ, შიგნით კრემს მოვათავსებთ). ბისკვიტის ეს ნაწილი გადაიტანეთ ფორმაში. შოკოლადს დაუმატეთ კარაქი, შესქელებული რძე, ალკოჰოლი. დადგით ორთქლის აბაზანაზე და გამუდმებით ურიეთ. შემდეგ გადმოდგით და გააგრილეთ. დაუმატეთ მთვრალი ალუბალი (ალკოჰოლში დამბალი). ასევე შეურიეთ ბისკვიტის ის ნაწილი, რომელიც ამოშიგვნისგან დაგრჩათ. კარგად ამოურიეთ და ეს მასა ამოშიგნულ ბისკვიტში გადაიტანეთ. ზედაპირი მოასწორეთ და თავზე დააფარეთ ბისკვიტის თავი. გააგრილეთ მაცივარში 5-6 საათით. შოკოლადს შეურიეთ ნაღები, ზეთი და დადგით ორთქლის აბაზანაზე. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, გადმოდგით, შეაგრიგეთ და თხილი, მიწისთხილი ან ნუში დაუმატეთ. განაში მოასხით გაგრილებულ ბისკვიტს და რამდენიმე წუთით მაცივარში მოათავსეთ. უგემრიელესი „მთვრალი ალუბალი“ მზად არის, გემრიელად მიირთვით!