ფქვილს დავამატოთ მარილი, წყალი და მოვზილოთ მაგარი ცომი, მივდგათ გვერდით. 500გრ ნიგოზი და რამოდენიმე კბილი ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპში, დავამატოთ 1ს/კ უნივერსარული ცხარე სანელებელი, ცოტა ცხელი წყალი, რომ ნიგვზიანი მასა გასქელდეს და მარილი. გავაბრტყელოთ ცომი, ამოვჭერათ რგოლები, ისიც გავაბრტყელოთ. ჩავდოთ 1ს/კ ნიგვზიანი მასა და გადავახვიოთ. მოვხარშოთ ადუღებულ მარილიან წყალში. გემრიელად მიირთვით.