ვაზის ფოთოლი ცოტა ხნით გავაჩეროთ მდუღარე წყალში გადავუწუროთ წყალი. მოვაჭრათ ყუნწი და სათითაოდ შევამშრალოთ ხელსახოცით. გადავახვიოთ, ჩავალაგოთ მჭიდროდ ქვაბში, მოვალაგოთ დაჭრილი კომში. დავადოთ თეფში და სიმძიმე. მოვასხათ წყალი, ცოტა მარილით. უგემრიელესია ნივრიან მაწონთან. მაწონს დაუმატეთ დანოყილი ნიორი, ცოტა მარილი, 1სკ არაჟანი.