ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ ზეთი, რძე და წყალი. გამოვრთოთ მიქსერი, საცერით ჩავაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოვურიოთ ხის, ან სილიკონის კოვზით; ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მარწყვი. გადავიტანოთ ფორმებში 1/3, ვაცხობთ წინასწარგახურებულ ღუმელში, 25 - 30 წუთით დაახლოებით, 170-180°ზე.