თბილ წყალში ვყრი შაქარს ,ზეთს და საფუარს, ვაჩერებ 5 – 10 წუთით, რათა საფუარი გააქტიურდეს. ცალკე თასში ვათავსებ გაცრილ ფქვილს, მარილს და ვასხამ წყლის მასას, ვზელ ცომს, ვფუთავ და ვდგამ თბილ ადგილას– ამოსასვლელად. დაახლოებით, 30 წთ–ში ამოდის. ამოსული ცომი ამოვაგუნდავე ,დავყავი 4 ტოლ გუნდად, მივეცი ოვალური ფორმა, როგორც სურათზეა. გადავაფარე ტილო და დავასვენე, სანამ ცომი ისვენებს, გავახუროთ ღუმელი, 250 გრადუსზე. ამოსულ გუნდას წვეტები დავუგრძელე, გვერდებს არ ვაბრტყელებთ, მხოლოდ ხელით გავაბრტყელოთ შუაგული, მივცეთ დაახლოებით ჯვრის ფორმა ( ნახეთ ფოტოზე) საცხობ ფორმას, მოვაყარე ფქვილი, გადავიტანე და გამოვაცხე 10 წუთით. უგემრიელესია, მოგვეწონა ძალიან, მოლოდინს გადააჭარბა.