დავაყენოთ წინასწარ ნახევარ ჭიქა თბილ წყალში საფუარი, 1 ჩ.კ შაქარი და 1 ს.კ ფქვილი. დავაცადოთ ამოფუება, დაახლოებით 10 - 15 წუთით და მოვზილით ცომი. ფქვილი + საფუარიანი მასა + მარილი + შაქარი + თბილი წყალი იმდენი, რომ მოიზილოს ნაზი, ფაფუკი ცომი. ბოლოს ჩავზილოთ ზეთით და შევფუთოთ თბილად. ერთი საათის შემდეგ, სასურველია ოდავ ზეთიანი ხელით ჩავზილოთ და ისევ დავაცადოთ ცოტა ხნით ამოფუება. ამოვიღოთ, შემდეგ გუნდები დავდოთ საცხობ ფორმაზე და აქაც უნდა დავაცადოთ, რომ აფუვდნენ. გავაბრტყელოთ თითოეული გუნდა და ჩავუდოთ წინასწარ გამზადებული კრემი. მოვუკრათ თავი და დავაცადოთ ისევ ცოტა ხნით, რომ უკვე მოსახარშად გამზადებულებიც გაფუმფულდნენ. ვხარშავთ წინასწარ, კარგად გაცხელებულ ზეთში, ორივე მხარეს. თავიდან შეკრული მხრიდან უნდა ჩავუშვათ ზეთში. ამოვიღებთ მოხარშულს, სამზარეულოს ქაღალდზე, რათა დაიწუროს ზედმეტი ზეთისგან და ცხელსვე ვაყრით შაქრის პუდრას. კრემი 1 ლიტრი წყალი + 2 ჩ.ჭ შაქარი+2 ჩ.ჭ ფქვილი ( ან ჭიქა ნახევარი, ფქვილს გააჩნია ) + ცოტა მარილი. მოვადუღოთ ფაფა და ოდნავ შეგრილებულს გადავურიოთ სწრაფად 80 -100 გრამი კარაქი და ვანილი. პონჩიკის კრემი მზადდება წყალზე, მაგრამ თუ თქვენ მოამზადებთ რძეზე, ან გამოიყენებთ ნახევარი წყალსა და ნახევარ რძეს, ესეც დასაშვებია. კრემი უნდა იყოს ცივი, როდესაც დავიწყებთ პონჩიკის შეკვრას. სასურველია კრემი მომზადდეს წინა ღამეს და გვქონდეს მაცივარში. სულ ესაა. მოამზადეთ, ისიამოვნეთ თქვენც და ასიამოვნეთ თქვენი ოჯახის წევრებიც. გემრიელად მიირთვით.