გავატაროთ მწვანილები ხახვი და ნიორი, გადავურიოთ ფარშში შევაზავოთ სუნელებით წიწაკით მარილით და ქონდარით, დავუმატოთ ბრინჯი და გადავახვიოთ ტოლმა. ჩავალაგოთ ქვაბის ძირზე, მჭიდროდ დავაფაროთ ფართო თეფში და დავადოთ სიმძიმე. მოვხარშოთ ტოლმა 45 წუთით. ამოვაკლოთ ზედმეტი წვენი, გავხსნათ შიგ ტომატი, 2 სუფრის კოვზი, ან დაკონსერვებული პამიდორი+მარილი და 1კბილი ნიორი, ჩავაბრუნოთ ისევ ქვაბში, წამოვადუღოთ და დავაჭრათ ქინძი. სულ ეს იყო, გემრიელად მიირთვით.