მოვზილოთ მაგარი ცომი. ვზილოთ 15წთ მაინც, სანამ ელასტიური არ გახდება. ცომი დავასვენოთ მაცივარში 1.5სთ. გულსართისთვის დაგვჭირდება 1კგ ფარში შერეული, 2ცალი ხახვი, 2 კბილი ნიორი, ქინძი და რამოდენიმე ღერი ოხრახუში გატარებული. მარილი, წითელი და შავი პილპილი გემოვნებით. ასევე ვამატებთ 200მლ ცივ წყალს. ცომი დავჭრათ სასურველ ზომებად გავაბრტყელოთ (ფქვილს არ საჭიროებს გაბრტყელებისას) ჩავდოთ ფარში, გადავკეცოთ ნახევარმთვარისებურად. გარშემო დავტკეპნოთ ჩანგლით. გამოვაცხოთ ტაფაზე გახურებულ ბევრ ზეთში.