თაფლი, შაქარი და კარაქი დაბალ ცეცხლზე შემოვდგათ და ვურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასად იქცევა და შაქარი გაიხსნება, დავუმატოთ სოდა, 30 წამში შევურიოთ კაკაო და ცოტა შევაგრილოთ. შევათქვიფოთ კვერცხი და ფქვილი. ცომი დავყოთ 5 ტოლ ნაწილად, თხელი დანის საშუალებით გადავანაწილოთ ქაღალდზე და თითოეული ფენა დაახლოებით 7 წუთი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, გახურებულ ღუმელში. ფენები ცხელივე გადმოვიღოთ, დავაწყოთ ერთად, ჩამოვაჭრათ გვერდები და დავფხვნათ. დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ, წვრილი ნაკადით შევათქვიფოთ შესქელებული რძე, შემდეგ – კრემყველი და ვანილი. კრემს სურვილის მიხედვით დავუმატოთ შოკოლადი. შეგრილებულ ფენებს წავუსვათ კრემი, ზემოდან მოვაყაროთ დაფხვნილი ბისკვიტი და 4-5 საათი გავაჩეროთ, რომ კრემი გაუჯდეს.