ვიწყებთ კარტოფილის მოხარშვით, მოხარშულ კარტოფილს ჩავზელთ კარგად მშრალად, ხოლო ნახარშს არ ვღვრით, რადგან ნახარშის წყლით ვზელთ ცომს. საფუარს ვაყენებ წინასწარ. ნახევარ ჭიქა თბილ წყალში ვხსნი საფუარს, ვამატებ შაქარს და ფქვილს 2 ს.კ. ვაცდი 15 წუთი, რათა გააქტიურდეს. ამასობაში იხარშება კარტოფილი, რომლისგანაც ვამზადებ პიურეს, ანუ ვზელ კარგად მშრალად, ვათავსებ ყველაფერს ფქვილიან ჯამში და ვზელ ფაფუკ ცომს, ბოლოს ვამატებ ზეთს. ჩაზელილ კარტოფილს ვმატებთ ფქვილს და მოზელვისას ვიყენებთ მის ნახარშ თბილ წყალს. ვფუთავ და ვდგამ თბილ ადგილზე, საათ ნახევრის გასვლის შემდეგ, აუცილებლად ჩავზელ ხოლმე ზეთიანი ხელით. მეორედ ამოფუების შემდეგ, ვიღებ გუნდებს და იმ ამოღებულ გუნდებსაც უნდა დასვენება,15 წუთი მაინც.