თასზე მოვათავსოთ ფქვილი, შუაგულში დავუმატოთ მარილი, შაქარი და ზეთი, ოდნავ მოვურიოთ და დავასხათ მდუღარე წყალი. ვურევთ კოვზით, როგორც კი ხელის ხლებას შევძლებთ, კარგად გადავზილოთ (დაახლოებით 10 წუთით), თავიდან თითქოს ძნელად იკვრება, მაგრამ დამუშავებისას ხდება ელასტიური და სასიამოვმო. შევფუთოთ სამზარეულოს ცელოფანში და გავაჩეროთ 30 წუთით. შემდეგ, კიდევ ერთხელ, გადავზილოთ, დავჭრათ პატარა გუნდებად. ხელით დავამუშავოთ თითოეული ბურთულა, გავაჩეროთ 10 წუთით და გავაბრტყელოთ. თუ სილიკონის საფენს გამოიყენებთ, ფქვილის მობნევა საერთოდ არ სჭირდება, ხოლო თუ ხის დაფაზე გააბრტყელებთ, მაშინ სულ ცოტა ფქვილი მოაბნიეთ.