5 საშუალო ზომის კალმარის ტოლმისთვის საჭიროა – გატარებული 150 გრ ახალგაზრდა, არადაფილერებული საქონლის ხორცი, 1 კვერცხი, მეოთხედი ლიმონი, შებოლილი პაპრიკა, დაღერღილი შავი და წითელი წიწაკა. მშრალი ნიორი, მშრალი ხახვი, ტერიაკის და სოიოს სოუსი. 30 გრ გახუხული და დაფქული პური (მე ჭვავის გამვიყენე ). ჩერი პომიდორი, ზეითუნის ზეთი, ზეთის ხილი, ბაზილიკი, ბეგქონდარა და ოხრახუში. გასუფთავებული კალმარები გავამშრალოთ. ფეხები ჩავყაროთ ჩოპერში, დავამატოთ ლიმონი, 1სკ ტერიაკის სოუსი, 1სკ სოიოს სოუსი, სუნელები ( მარილთან ძალიან ფრთხილად, მე არ დამიმატებია ) დაფქული ორცხობილა, კვერცხი, მწიკვი ჯინჯერი და მოვამზადოთ გულსართი. გამოვბეკოთ კალმარები და თავი შევუკრათ ხის ჩხირებით. სინზე დავყაროთ ზეთისხილი და დაჭრილი ჩერი. დავამატოთ ზეითუნის ზეთი და ბაზილიკი. დავალაგოთ კალმარები და შევდოთ ღუმელში, 180 გრადუსზე, 40 წუთით. გამოიყოფა წვენი, რომელიც ცხადია, უნდა მივირთვათ კალმარებთან ერთად.