პიცა კვერცხით და ბეკონით
პიცა კვერცხით და ბეკონით
დრო 40წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • პამიდვრის სოუსი - 200 გ
  • გახეხილი ყველი - 250 გ
  • ბეკონი - 100 გ
  • კვერცხი - 8
  • პამიდორი - 300 გ
  • მზა ცომი - 500 გ (საფუვრიანი, ფენოვანი, ფენოვანი საფუვრიანი)
  • ხმელი ბაზილიკი
მომზადების წესები
გავახუროთ აირღუმელი 250 გრადუსამდე. წავუსვათ ფორმას მცენარეული ზეთი.

ცომი ორად გავყოთ და გავაბრტყელოთ, გავუკეთოთ პატარა ნაპირები გარშემო, გადავიტანოთ საცხობ ფურცელზე

ცომს წავუსვათ პომიდვრის სოუსი. დავაყაროთ გახეხილი ყველი. დავალაგოთ ბეკონის თხელი ნაჭრები. ნაპირებს წავუსვათ ზეთი, გამოვაცხოთ 10-15 წუთი
შემდეგ გამოვიღოთ და ორივე პიცას დავახალოთ 4 -4 კვერცხი, მოვალაგოთ ზედ დაჭრილი პომიდვრის ნაჭრები, მოვაყაროთ დარჩენილი ყველი და კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვაცხოთ.

ცილა რომ შემაგრდება და ყველი ოდნავ ოქროსფერს მიიღებს, პიცა მზადაა. ბოლოს მოვაყაროთ ცოტაოდენი ხმელი ბაზილიკი
ტეგები:
ბეკონი კვერცხი პამიდორი პიცა ნანახია: 12620