ფენოვანი ცომია, მაგრამ ერთხელ წავუსვი მარგარინი, 2ჯერ გადავკეცე-გადმოვკეცე 1 მთლიანი გუნდა. სულ ბოლოს მზა ოთხკუთხედი გუნდა ცოტა გავაბეტყელე, დანით 8 ნაჭრად დავჭერი და თითო პატარა ნაჭერი გავაბრტყელე თხლად, საკონდიტრო რგოლით დავჭერი მრგვალი ფორმის ფურფიტები და გამოვაცხე 200° ზე. გვერდები და რაც რჩება დაგვჭირდება ნაფშვენებისათვის.მაშ ასე ცომი: თბილ წყალში დავუმატოთ ცომის ინგრედიენტები, მოვურიოთ, დავუმატოთ ფქვილი. მოვზილით რბილი და ელასტიური ცომი. მაგიდაზე ცოტა დავამუშაოთ ,მივასვენოთ 10 წუთით. შემდეგ,როგორც აღვნიშნე ზემოდ,ერთიანად წავუსვათ,170გრ მარგარინი.შემდეგ, ნახევარ საათი, ან 40 წუთიანი ინტერვალით გადაკეცვა-გადმოკეცვა. ორივე გადაკეცვის შენდეგ გუნდა შევიტანოთ მაცივარში. კრემი გავაკეთე მოხარშული,კარაქით გათქვეფილი. გაფორმებულია შვეიცარული მერენგა - ბეზეებით, გაყინული კენკრით.