დიდ ქვაბში ათქვიფეთ გამდნარი კარაქი, შაქარი და კვერცხები, სანამ არ მიიღებთ მსუბუქ და ფუმფულა მასას. ერთმანეთში არეული ფქვილი, ბიკარბონატი (სოდა), მარილი, დარიჩინი და მუსკატის კაკალი გაურიეთ კარაქის მიქსტურას. შემდეგ კი, დაუმატეთ მას გაფცქვნილი და წვრილად გახეხილი სტაფილო და ფისტა (მოხალული და უხეშად დაჭრილი, შემოინახეთ ცოტა გასაფორმებლად). მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ ორ სხვადასხვა გამოსაცხობ ფორმაში (ფორმებს წინასწარ წაუსვით ცხიმი). მოათავსეთ ისინი 180°C-მდე წინასწარ გაცხელებული ღუმლის შუა თაროზე. აცხვეთ დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში. ღუმლიდან გამოღების შემდეგ, გააგრილეთ და ამოიღეთ ნამცხვრები ფორმებიდან. კარაქის კრემის მოსამზადებლად, ათქვიფეთ მარილიანი კარაქი 5 წუთის განმავლობაში, სანამ არ მიიღებთ მსუბუქ და ფუმფულა მასას. დაუმატეთ მას შაქრის პუდრი, კარდამონი, ფორთოხლის ცედრა და კარგად შეურიეთ ინგრედიენტები. შემდეგ ჩაასხით რძე და ათქვიფეთ. გამზადებული კარაქის კრემი გადაუსვით ნამცხვრის ერთ ფენას და დაადეთ ზემოდან მეორე. დარჩენილი კრემით მეორე ფენაც დაფარეთ და ზემოდან მოაყარეთ ფისტა. გაითვალისწინეთ, რომ კარაქი, ნამცხვრის ფირფიტებისა და კრემის, ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია. ამიტომ, შედეგს მისი ხარისხი და ტიპი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. საუკეთესო შედეგისთვის, გამოიყენეთ დანიური წარმოების კარაქი „ლურპაკი“. გარდა იმისა, რომ ის არის ორგანული და პრემიუმ ხარისხის პროდუქტი, აქვს სახეობების დიდი არჩევანი. მათ შორის, აწარმოებს რეცეპტისთვის საჭირო, მარილიან და უმარილო კარაქს. შესაძენად ეწვიეთ ევროპროდუქტის მაღაზიებს ან შეუკვეთეთ ონლაინ. R