250 მლ.თბილ რძეში გავხსნათ 50 გრ.შაქარი , 1ჩ.კ. მარილი, 1ს.კ. საფუარი და 1ჭ. ფქვილი. თბილ ადგილას დავდოთ 20 წთ. შემდეგ ამ მასას დავამატოთ 1 კვერცხი და მეორე კვერცხის მხოლოდ ცილა. გული გადავინახოთ წასასმელად. დავამატოთ 4 ჭ. ფქვილი, ვანილი და 150 გრ. გამდნარი ან რბილი კარაქი და მოვზილოთ ცომი. ბოლოს დავასხათ 2 ს.კ. ზეთი და ვზილოთ ელასტიურობამდე. ცომი დავდგათ თბილ ადგილას ამოსაფუებლად. როცა ცომი ამოფუვდება, დავაყაროთ 100 გრ. გარეცხილი და მშრალი ქიშმიში, რომელსაც დავამატოთ 2ს.კ. ფქვილი და ავურიოთ. მიღებული ცომი დავყოთ პატარა ერთი ზომის ბურთებად და დავალაგოთ საცხობ ფირფიტაზე. ცომის ბურთები უნდა ამოფუვდეს კარგად, გადავუსვათ კვერცხის გულისა და 2 ს.კ. წყლის ან რძის ნაზავი. გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 160 გრადუსზე. ფუნთუშები გამოდის საოცრად გემრიელი, ფაფუკი და ჰაეროვანი.