გავაკეთოთ გოგლიმოგლი, ვთქვიფოთ დიდხანს, სანამ მასა არ გაორმაგდება, დავამატოთ ვანილი, რძე, არაჟანი გააქტიურებული სოდით, ზეთი. ცალკე ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი და დავაცრათ ცომს. მიღებული მასა გავყოთ 2 ნაწილად. ერთ ნაწილს შევურიოთ 2 ს.კ. კაკაო. გამოსაცხობად გამოვიყენე 2 ცალი მართკუთხედი ფორმა. თქვენ შეგიძლიათ ერთ მოზრდილ ფორმაში ჩააცხოთ. მართკუთხედ ფორმებში ზებრისებურად მონაცვლეობით ჩავასხი ცომი. ვაცხობთ 170 გრადუსზე კონვექციის რეჟიმით. ჩემთან დაახლოებით 35 წთ. დასჭირდა. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. უგემრიელესია