ლიმონჩელო - სასმელი მზიანი იტალიიდან
ლიმონჩელო - სასმელი მზიანი იტალიიდან
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 250 გ
  • სპირტი 95 გრადუსიანი - 500 მლ
  • ლიმონი - 5
  • წყალი - 750 მლ
მომზადების წესები
ლიმონი გავრეცხოთ, გავამშრალოთ, თხლად ავათალოთ ყვითელი კანი. დავასხათ ამ კანს სპირტი და დავდგათ 1 კვირა კარადაში. ამ დროის შემდეგ გავწუროთ ნაყენი და შევურიოთ შაქრიანი სიროპი. 
სიროპისთვის წყალი და შაქარი წამოვადუღოთ და გავაციოთ.

მზა ლიმონჩელო შევინახოთ მაცივარში. მივირთვათ ცივი, შეგვიძლია ყინულიც დავამატოთ
ტეგები:
ლიმონი სასმელი ლიქიორი ნანახია: 22189