რადგან ფორმები არ მაქვს, დავიხმარე ფოლგა და იმით მოვამზადე, ფენოვანი ცომი გამოვიყენე მზა . კრემი გამოიყენეთ თქვენი სურვილით,ნაღები/ შესქელებული რძის, კარაქი / შესქელებული რძის, ან რომელიც გნებავთ . მზა ფენოვანი ცომი მილაკებს გადავუსვი ზემოდან კვერცხის გულისა და წყლის ნაზავი. გამოვაცხე წინასწარ გახურებულ ღუმელში, 10 წუთით, 200 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვაზე, შემდეგ დავიწიე და ვაცხვე კიდევ 10-15 წთ. 180 გრადუსზე . შაქარი და ფქვილი ავურიე, დავასხი რძე, გავხსენი კარგად და მოვადუღე ფაფა, ცხელში დავამატე ვანილი, გადავიტანე სხვა ჭურჭელში, დავაფარე სამზარეულოს ცელოფანი კონტაქტურად და გავაციე. ამოვიყვანე 200 გ. ოთახის ტემპერატურის კარაქი და შევურიე ნელ-ნელა ცივი ფაფა და ბოლოს 4 ს.კ. შესქელებული რძე ( სავალდებულო არაა) გაციებული მილაკები ამოვავსე კრემით, მოვაფრქვიე შაქრის პუდრი. უგემრიელესიაა.