მოვზილე მჭადი. ფქვილი+ მაწონი+ დანის წვერით სოდა+ ცოტა მარილი და თბილი წყალი. მოვზილე კარგად, დავაფარე ტილო და ცოტა ხანს გავაჩერე. მოვათავსე სილიკონის ფორმაში და გამოვაცხე გახურებულ ღუმელში. ჭარხალი მოვხარშე ცივი, გავხეხე დავამატე დაბლენდერებული ცოტა ნიგოზი + 1 კბ ნიორი+ ლიმონის წვენი+ სულ ცოტა თბილი წყალი. ეს მასა დავაბლენდეროთ. შემდეგ გადავურიე ჭარხალს, დავამატე დაფქვილი ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წიწაკა, მარილი, ცოტა ძმარი, ბროწეულის მარცვლები. მოვათავსე კალათაში და ასე ლამაზად მოგართვით. გემრიელად მიირთვით. მჭადი გამოვიდა რბილი და ეს გულსართი მოუხდა.