პირველ რიგში, ორცხობილა დავაქუცმაცოთ, დავუმატოთ გამდნარი კარაქი, კარგად ავსრისოთ და გადავიტანოთ ფორმაში, მაცივარში დავაყოვნოთ 25 წთ. 30 გრ ჟელატინი( 3 ს/კ) დავუმატოთ წყალი 100მლ, დავაყოვნოთ 30 წთ. ცალკე ავთქვიფოთ კრემ ყველი, მე გამოვიყენე მასკარპონე, ვუმატებთ შაქარს, შემდეგ არაჟანსა და ვანილს. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები, გამყარდება და დავუმატებთ კრემ ყველის მასას. ჟელატინი გავალღოთ ორთქლის აბაზანაზე, შევურიოთ მასას, გადავიტანოთ ფორმაზე, მაცივარში ვაყოვნებთ 6 საათით. ალუბალს დავუმატე ალუბლის წვენიც 200მლ, ასევე 1 ს/კ შაქარი, ცალკე დავალბე 20 გრ ჟელატინი, 100მლ ალუბლის წვენში. დავდგათ ნელ ცეცხლზე, შაქარი გადნება, ბოლოს ვუმატებთ, დალბობილ ჟელატინს ცხელ მასაში და ვურევთ სრულ გალღობამდე, გადაგვაქვს ფორმაზე, მაცივარში ვაყოვნებთ, 4 საათით. მე ასევე ნუშის ფანტელებიც მოვაყარე, უგემრიელესია. ალუბლის შემცვლელად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კენკრა.