1 კგ კარტოფილი გავფცქვნათ, გავრეცხოთ და დავჭრათ. მოვაყაროთ ცოტა მარილი, დავყაროთ გახურებულ ზეთიან ტაფაზე და შევწვათ. ცალკე ტაფაზე დავყაროთ 600გრ ქამა სოკო, გამოუშვებს წვენს, მოვაყაროთ ცოტა მარილი, შავი პილპილი, ნივრის ფხვნილი გემოვნებით. რომ ჩაიშრობს სითხეს მოვასხათ ცოტა ზეთი და მოვბრაწოთ. მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. გადაურიოთ შემწვარ კარტოფილს და მოვაყაროთ ცოტა მწვანე ხახვი.