ავთქვიფოდ კვერცხი და შაქარი, დანარჩენი ინგრედიენტები შეათქვიფეთ ეტაპობრივად. საცხობი ფორმა 30 სმ ანალოგიურად ცხვება თეთრი ბისკვიტიც, უბრალოდ კაკაოს რაოდენობის ფქვილს დაუმატებთ. კრემის მოსამზადებლად 1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე, ასევე ნახევარი ქილა მოუხარშავი შესქელებული რძე გამოვიყენე და კარაქი. ცალკე ნაღებს დავუმატე შავი შოკოლადი, გავადნე დაბალ ცეცხლზე. შოკოლადის მასა დავუმატე მოხარშული შესქელებული რძის კრემს. კრემი არის ჰაეროვანი. შოკოლადის მასა აუცილებლად უნდა იყოს ცივი. შემდეგ ბეზე მოვამზადე მოსართავად: კვერცხის ცილა და შაქარი ავთქვიფე, დავუმატე მწიკვი ლიმონმჟავა და ვანილი. შაქარი კარგად რომ გაიხსნა, ორთქლის აბაზანაზე გადავიტანე და ვთქვიფე 15 წთ განუწყვეტლივ. შემდეგ საცხობ ქაღალდზე მოვაყარე ფქვილი და გადავანაწილე ბეზე. გამოვაცხვე 100 გრადუსზე 2 საათის განმავლობაში. ბისკვიტი გავჭერი შუაზე, წავუსვი კრემი, შემდეგ მოვრთე ბეზეთი, მოვასხი ზემოდან კარამელი. კარამელის ფილა გამოვიყენე, გავადნე რძესთან ერთად. მოვაყარე დაჭრილი ნიგოზი. უგემრიელესია!