1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. დაგჭირდებათ ტორტის ოთხი ფორმა. გამოჭერით ფორმების ზომა საცხობი ქაღალდი წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. 2. მიქსერით ათქვიფეთ შაქარი და კარაქი სანამ მსუბუქ და ფუმფულა მასას მიიღებთ (დაახლოებით 5 წუთი) დაუმატეთ კვერცხი სათითაოდ, დაუმატეთ ვანილი. 3. ცალკე ჯამში შეურიეთ ერთმანეთს, ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. დაბალ სიჩქარეზე ნელ-ნელა დაუმატეთ ალტერნატიულად კეფირი და მშრალი ინგრედიენტები. 4. გადაანაწილეთ ფორმებში თანაბრად და მოათავსეთ 180°C წინასწარ გაცხელებული ღუმელში. აცხვეთ დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში. ღუმლიდან გამოღების შემდეგ, გააგრილეთ დაახლოებით 15 წუთი და ამოიღეთ ფორმებიდან. კრემის მომზადება: ათქვიფეთ კარაქი სანამ ჰაეროვან მასას მიიღებთ, დაბალ სიჩქარეზე, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქრის ფხვნილი, მარილი და ნაღები მიღებული მასა ერთგვარი და ჰაეროვანი უნდა იყოს. თუ ფანდანტს გამოიყენებთ, კრემ წასმული ტორტი მაცივარში მოათავსეთ მინიმუმ ორი საათით ან შეგიძლიათ მთელი ღამე დატოვოთ იმისთვის, რომ ფანდანტმა ტორტს ფორმა არ შეუცვალოს. ამ შემთხვევაში მე თეთრი და ვარდისფერი გამოვიყენე მინი-მაუსი იყო შთაგონება. თქვენ შეგიძლიათ თქვენი იმპროვიზაციით მორთოთ. გემრიელად მიირთვით!