ჩიპოტელის კარაქის მოსამზადებლად შეურიეთ ერთმანეთს კარაქი, ჩილი, ლაიმის წვენი და ცედრა. მოაყარეთ მწიკვი მარილი და პილპილი. გაახვიეთ ის საკვების შესაფუთ ცელოფანში და გასამაგრებლად, სულ მცირე, 45 წუთით მოათავსეთ მაცივარში. ჩიპოტელის კარაქის მომზადება და მაცივარში შენახვა რამდენიმე დღით ადრეც შეგიძლიათ. ბურგერის მოსამზადებლად, გაადნეთ კარაქი ტაფაში, დაუმატეთ ხახვი და მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე. შემდეგ კი, ჩაყარეთ სოკო და განაგრძეთ თუშვა. გადაიტანეთ გამზადებული მასა ცალკე თასში, დაუმატეთ შავი ლობიო და ჩანგლით ამოზილეთ. ჩაყარეთ ქინოა, ჭარხალი, კვლიავი, ჩილის ფხვნილი, პაპრიკა, დაფქული ნიგოზი და კარგად ამოურიეთ. დაყავით მასა თანაბარი ზომის ნაჭრებად, მიეცით კატლეტის ფორმა და, დაახლოებით, 30 წუთით მოათავსეთ მაცივარში. სიმინდის სალსას მოსამზადებლად, თასში ყველა ინგრედიენტი კარგად შეურიეთ და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. კატლეტები მოათავსეთ საცხობ ქაღალდზე და შედეთ წინასწარ 170°C-190°C-ზე გაცხელებულ ღუმელში, 25-30 წუთის განმავლობაში. ჩადეთ გამზადებული კატლეტები ბურგერის პურებში და მიირთვით ჩიპოტელის კარაქთან და სიმინდის სალსასთან ერთად. გირჩევთ, ბურგერის პურები ღუმელში გაცხელების ნაცვლად, ტაფაზე, კარაქთან ერთად მსუბუქად მობრაწოთ. ასე შეინარჩუნებს ის სირბილეს და არც ზედმეტად ნოტიო და ბრტყელი გამოვა. კარაქი დაგეხმარებათ გემოების გამოკვეთაშიც, ის სუნელების არომატებს გააერთიანებს და უფრო ინტენსიურს გახდის. ზოგადად, კარაქის საგულდაგულოდ შერჩევას გირჩევთ, რადგან ის თქვენს შედეგს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ პრემიუმ ხარისხის ორგანული ნაღების კარაქი – „ლურპაკი“. მეტი თვალსაჩინოებისთვის, შეგიძლიათ, შეფ-მზარეულ ნუცა სურგულაძის ვიდეოც ნახოთ, რომელშიც მან ვეჯი ბურგერის მომზადებისას სწორედ „ლურპაკზე“ შეაჩერა არჩევანი. ჩვენი რეცეპტისა და რჩევების გათვალისწინებით, დარწმუნებული იყავით, რომ ისეთი ვეჯი ბურგერის დამზადებას შეძლებთ, რომლითაც ვეგეტარიანული სამზარეულსა და ტრადიციული ბურგერის მოყვარულებს ერთნაირად გააოცებთ. R