კომბოსტოს ფოთლები მოვწალოთ მდუღარე მარილიან წყალში. სტაფილო გავხეხოთ, ხახვი დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ, შევურიოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ნიორი და წიწაკა. როცა ბოსტნეული გაგრილდება, დავუმატოთ არაჟანი და კრემყველი, კარგად ავზილოთ და კომბოსტოს ფოთლებში გავახვიოთ.