ამ ცომის შენახვა შეგიძლიათ მაცივარში 3-4 დღის განმავლობაში და საყინულეში 3 თვემდე. 1. წყალში ჩავყაროთ მარილი, შაქარი, ჩავასხათ ძმარი, არაყი და დავუმატოთ კვერცხი (შეგიძლიათ კვერცხის გარეშეც მოამზადოთ) 2. ავურიოთ მასა და შევაზილოთ გაცრილი ფქვილი, მოვზილოთ ცომი და დავტოვოთ 10 წუთით. 3. შემდეგ ვაბრტყელებთ და ვუსვამთ რბილ მარგარინს, 1/3-ს ვუსვამთ, ვკეცავთ ისე, როგორც არის ნაჩვენები ვიდეოში და ვდებთ საყინულეში 30 წუთით. 4. შემდეგ გამოვიღებთ და ფრთხილად ვაბრტყელებთ, ისევ ვუსვამთ მარგარინს, ისევ ვკეცავთ და ისევ საყინულეში ვინახავთ 30 წუთით. 5. მესამე ჯერზეც იმავეს ვაკეთებთ. 30 წუთში ცომი მზად არის. ხაჭაპურისთვის 600-700 გ ჭყინტ ყველს დავუმატე მარილი და კვერცხი, ავურიე. ცომი გავყავი ორ ნაწილად, ორივე გავაბრტყელე, პირველი ფენა დავდე ყალიბზე, ზემოდან ყველი მოვაყარე, შემდეგ გადავაფარე ცომის მეორე ფენა, წავუსვი კვერცხი და გამოვაცხვე 200-220 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 25-27 წუთით. გემრიელად მიირთვით!