დარბილებული მარგარინი გავყოთ 3 ნაწილად. ჩამოთვლილი ინგრედიენტებისგან მოზელილი ცომი გავაბრტყელოთ, წაუსვად მარგარინის ერთი ნაწილი. შევდოთ საყინულეში 20 წუთით. გავაბრტყელოთ და ისევ წაუსვათ, ისევ საყინულეში და მესამე ჯერზეც იგივე გავიმეოროთ. გავაბრტყელოთ ცომი, გავჭრათ ოთხკუთხედებად, ოდნავ ფქვილი მოვაყაროთ თითოს და გადავკეცოთ. გადაკეცილები გამოვაცხო . 250°-ზე, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. კრემი: 1. 200 გ კარგად ამოყვანილ კარაქს დავუმატოთ ვანილი და მოხარშული შესქელებული რძე. ორივე ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. 2. რძეში გავხსნათ ფქვილი და შაქარი. დავდგათ ცეცხლზე, უწყვეტი მორევით მოვხარშოთ ფაფა და მოვშუშოთ ადუღებიდან 15 წუთის განმავლობაში, სანამ ფქვილის გემოს არ დაკარგავს. შევაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე და თითო კოვზად დავუმატოთ კარგად ამოყვანილ 200 გ კარაქს (აუცილებელია კარაქი იყოს ოთახის ტემპერატურის, ასე არ აიჭრება კრემი), დავუმატოთ ვანილი. აწყობა გაგრილებული ფენები გავხსნათ, წავუსვათ მოხარშული შესქელებული რძის კრემი (ანუ პირველი კრემი) და გავაფორმოთ მეორე კრემით. შეგიძლიათ გადაათამაშოთ კრემები, ზემოდან კი შაქრის პუდრა. მოაყაროთ. გემრიელად მიირთვით!