დიდ ტაფას ან, უმჯობესია, ინდივიდუალურ ფორმებს წაუსვით კარაქი. ჩაალაგეთ დაჭრილი სულგუნი და დაასხით ათქვეფილი კვერცხი ისე რომ ყველი დაიფაროს. მარილი და პილპილი გემოვნებით დაამატეთ. ზემოდან კარაქის რამდენიმე ფანტელი დაადეთ.შედგით 180-90 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ კვერცხი არ შეიკვრება და შეიწვება. თუ კვერცხი ახალია და თქვენც გიყვართ - შეგიძლიათ ბოლომდე არც აცალოთ შეწვა და თხევადი გული დაუტოვოთ.ომლეტის შიგნით ჩამდნარი ყველი კერძს უგემრიელესს ხდის, მიირთვით დაბრაწულ პურთან ერთად. შესანიშნავი საუზმეა!