შუშის ფორმას გადავუსვი კარაქი და ჩავაფინე ლავაში. მოვაყარე ცოტა იმერული ყველი, ცხიმი. ავიღე ლავაში, ჩავდე წყალში და სწრაფად გავწურე. გადავიტანე ფორმაში, გადავანაწილე ყველგან, მოვაყარე ყველი, ისევ ასე გავიმეორე ოთხჯერ. ბოლოს დავაფინე ლავაში, გადავუსვი ცხიმი და კვერცხის მასა. დავჭერი და გამოვაცხვე გახურებულ ღუმელში.